geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია” შესახებ

 

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია”დოქტორანტ დიანა ლეჟავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის

 

დანიშვნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლისმე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 3 თებერვლის N:6/2025 დადგენილების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კულტურისა და მედიის სოციოლოგია”დოქტორანტ დიანა ლეჟავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2026 წლის 3 აპრილს 10:00 საათზე;

 

დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

  • იაგო კაჭკაჭიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • ამირან ბერძენიშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • შორენა თურქიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასისტენტ პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის მდივანი;
  • ლაშა მათიაშვილი - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი;
  • თამარ ბრეგვაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების დოქტორი;

 

მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უნდა აიტვირთოს 24 მარტიდან - 27 მარტის 17 საათამდე ელექტრონული სწავლების პორტალზე: e-learning.tsu.ge-ზე;

 

დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს ნაშრომების დაცვის კომისიას;

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ  პირთათვის.

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე .